იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

22-04-2024 11:08:03 სამართალი

იტალიაში, რომში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, – იუწყება იტალიური მედია.

მისი ცნობით, დაკავებულების ბინებიდან პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის – ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, ნახატები, კამერები, გასაღებები და ქურდობის რამდენიმე იარაღი, ორი ინსტრუმენტი, რომელსაც, პოლიციის ცნობით, შეუძლია, გახსნას ნებისმიერი საკეტი.

"დაკავებულია საქართველოს 42 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მას სამ სხვა თანამემამულესთან ერთად ასევე მოპარული ნივთების მიღებასა და შეცვლილი გასაღებების, საკეტის საჭრელების დაუსაბუთებლად ფლობას ედავებიან", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

დაკავებულები ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები