ფინეთის პრეზიდენტი: საუკეთესო გზა ნაკლები ლაპარაკი და ომისთვის მეტად მზადებაა, რათა ის თავიდან ავიცილოთ

24-04-2024 13:18:15 ევროპა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ, შვედეთთან ერთად, რომელიც ახლახან შეუერთდა ნატო-ს, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მშვიდობის შენარჩუნებაში. იმავდროულად მოუწოდა "ნაკლები ლაპარაკისა და ომისთვის მეტად მზადებისკენ", რათა ის თავიდან იქცეს აცილებული. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება Euractiv.

ვიზიტის დროს სტუბმა განიხილა თავდაცვის საკითხები, მათ შორის მიმდინარე დასავლური რიტორიკა, რომელიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აგრესიული გახდა.

„ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა არის ნაკლები ლაპარაკი და მეტი მზადება. ვფიქრობ, თქვენც იგივეს გრძნობთ. ეს სრულიად გასაგებია. ჩვენი სატელევიზიო ეკრანები სავსეა ომებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ამ რიტორიკამ „იოლად შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოების გრძნობა და რწმენა ახალგაზრდა თაობისა მომავლის მიმართ“.

მისი თქმით, „ფინეთი და შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობის ხელშეწყობაში“ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ეს პარადოქსულად ჟღერს“, სწორედ ამიტომ „გვინდა, გვყავდეს ძლიერი არმია და ამიტომ შევუერთდით ნატოს“.

ფინეთის პრეზიდენტი ადრეც აკრიტიკებდა დასავლეთის ლიდერების კომენტარებისთვი, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება იყოს ნატოს ერთ-ერთი წევრი და სანაცვლოდ სამხედრო მოქმედებებისთვის აქტიური მომზადებისკენ მოუწოდა.

სტუბმა ასევე განაცხადა, რომ მას არ აწუხებს რუსეთის მიერ გამოცხადებული გეგმები, გაზარდოს სამხედრო ყოფნა ფინეთის საზღვრებთან ნატოში გაწევრიანების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები