საფრანგეთი ევროკავშირს დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი სანქციების დაწესებას სთავაზობს

24-04-2024 19:07:23 ევროპა

საფრანგეთი ევროკავშირს სთავაზობს, შემოიღოს ახალი სანქციები, რათა ებრძოლოს რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებისა და მსოფლიოში არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობას,– იტყობინება „ბლუმბერგი“.

სანქციები მოიცავს, მათ შორის, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის. წინადადებას მხარს უჭერენ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები და პოლონეთი.

„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობები გაიზარდა ევროპის მასშტაბით, რადგან სხვადასხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტის მეშვეობით რუსეთმა მიიღო ზომები დემოკრატიის, სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შელახვის კუთხით.

ახალი სანქციების სამიზნე იქნებიან ის პირები, ვინც ემუქრება ევროკავშირის წევრი ან მესამე ქვეყნების სტაბილურობას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევის, კანონის უზენაესობის შელახვისა და ძალადობის აქტების ხელშეწყობის გზით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები