შოლცის თქმით, ევროპა გააფართოებს უკრაინის დახმარებას

24-04-2024 19:16:09 ევროპა

აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ.

იმავდროულად შოლცმა კვლავ უარყო უკრაინისთვის ფრთოსან რაკეტა Taurus-ის მიწოდება, რომლის მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრია.

„კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის მოწონება შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია... პუტინი ცდება, რომ ევროპა და აშშ ბოლოს და ბოლოს მიატოვებს უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,“ – დადო საჯარო პირობა შოლცმა.

არის მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონს ოთხშაბათს მოაწერს ხელს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები