„არა რუსულ კანონს“ – მსვლელობა ქუთაისშიც გაიმართა

24-04-2024 21:58:30

ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით „აგენტების კანონის“ საერთო-საზოგადოებრივი განხილვა გაიმართა.

ღონისძიების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.

განიმარტა, რომ მსვლელობაში მონაწილეობს ყველა, ვისაც სურს ძალის გაერთიანება "რუსული კანონის" წინააღმდეგ ბრძოლაში".

„ახლა აღარ არის პირადი, ორგანიზაციული და პარტიული ფერების გარჩევის დრო, რადგან ერთი ამოცანა დგას დღის წესრიგში, გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დემოკრატია და ევროპული მომავალი“, – თქვა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები