25-04-2024 00:12:08 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის დეკლარაციაში თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს - იტყობინება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
TI-ს ცნობით, ამ ეტაპზე ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 უძრავი ქონება, რომელიც მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის თანახმად, კაპიტონ ჟორჟოლიანი, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, აღსანიშნავია, რომ საკუთარი ქონებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია კაპიტონ ჟორჟოლიანს არც წინა, 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში აუსახავს",–აღნიშნავს ორგანიზაცია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.