მედია: საფრანგეთი ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციაზე ფონ დერ ლაიენის შეცვლას ლობირებს

25-04-2024 11:29:16 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სხვა ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ახალი კანდიდატი შეარჩიონ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე,- იტყობინება Bloomberg.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის აქტივობები ევროპის დედაქალაქებში ფონ დერ ლაიენის მიმართ უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს. მას ევროკავშირის აღმასრულებელი თანამდებობის ზედმეტად პოლიტიზების გამო აკრიტიკებენ, განსაკუთრებით ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის.

ამავდროულად, Bloomberg-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ შეუძლებელია მაკრონის დისკუსიების სერიოზულობის შეფასება და მათ შეუძლიათ მხოლოდ ზეწოლა მოახდინონ ფონ დერ ლაიენზე, რათა მომავალში მისგან დათმობები მიიღონ.

ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯერ–ჯერობით აშკარა ფავორიტად რჩება ამ თანამდებობაზე, რადგან ის არის "ევროპის სახალხო პარტიის" მთავარი კანდიდატი - ბლოკის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებს და შესაბამისად უფლება ექნება, დაასახელოს ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ასევე ნაკლებად მოელიან, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მაკრონის გეგმას, რომელიც მათი ქვეყნის წარმომადგენელს ევროკომისიაში უმაღლესი ინსტიტუციური პოზიციიდან ჩამოაშორებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები