მაკრონი მზადაა, ევროპის ბირთვულ თავდაცვაზე მსჯელობა დაიწყოს

29-04-2024 12:15:55 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზადაა, ევროპული თავდაცვის სტრატეგიის შესახებ დებატები დაიწყოს, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორი რადიუსის შესაძლებლობებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს ან მათ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული შეიარაღებაა განლაგებული.

"მოდით, ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, სანდო გზით ჩვენ რეალურად რა გვიცავს" - თქვა მაკრონმა EBRA–სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, საფრანგეთი "თავის სპეციფიურობას შეინარჩუნებს, მაგრამ მზად იქნება, ევროპის თავდაცვაში მეტი წვლილი შეიტანოს".

25 აპრილს გამართულ გამოსვლაში მაკრონმა ერთიანი ევროპული თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტი სამხედრო კუთხით აშშ-ს გავლენაზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა გახდეს.

"არსებობს საფრთხე, რომ სულ მხოლოდ 3 წელში ევროპა მოკვდება. ჩვენ საფრთხეებთან გასამკლავებლად მზად არ ვართ".

იხილეთ ასევე: "ახალი პარადიგმა თავდაცვის სფეროში" – შოლცი მაკრონის იდეებს მხარს უჭერს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები