კადიროვმა თავისი მოზარდი შვილი ამჯერად სპეცრაზმის უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა

29-04-2024 12:42:35

ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თავისი 16 წლის ვაჟი – ადამ კადიროვი ვლადიმირ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა. ინფორმაციას კადიროვი ავრცელებს:

"ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს".

25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.

ამის შემდეგ დაიწყო მოზარდის დაჯილდოების სერია: მან მიიღო 8 ორდენი. ასევე დანიშნეს საკუთარი მამის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურად და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორად.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მიმართა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ადმინისტრაციებს კადიროვის მოზარდი ვაჟის „მხარდაჭერის“ მოთხოვნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები