იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილიც გააძევეს

29-04-2024 12:41:55 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ამჯერად ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილიც გააძევა.

თაკო ჩარკვიანის შემთხვევაში მიზეზად „მიკროფონის გარეშე საუბარი“ დასახელდა. "მოქალაქეების" წევრმა დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა აღნიშნა, რომ "ოცნება" პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს.

"შენ ახლა ძალით თავის გაბრაზებებს თავი დაანებე, შენთან საქმე არ მაქვს და არც იმასთან [ალეკო ელისაშვილი], თქვენს შემკვეთებთან და დავალების მიმცემებთან,“- მიმართა მამუკა მდინარაძემ თურაზაშვილს.

მანამდე, ოხანაშვილმა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს დაატოვებინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები