არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი – "ოცნებას": "კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი აჩერებს მიმდინარე კონტრაქტებს"

29-04-2024 14:19:52 პოლიტიკა

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონის "პირველი მუხლის მეორე პუნქტი აჩერებს მიმდინარე კონტრაქტებს, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უკვე აქვთ გაფორმებული დონორ ორგანიზაციებთან". ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ავხსნი რატომ აჩერებს – მიმდინარე კონტრაქტები შეიცავს სპეციალურ პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ არ ხდება ინტერესების გატარება და მეტიც გვავალდებულებს, რომ იმ პროდუქტზე, რომელიც საერთოდ იქმნება ამგვარი ტიპის ხელშეკრულებებით, მივუთითოთ, რომ შესაძლოა, აზრები გამოთქმული არ ითვალისწინებდეს დონორის აზრს და მის ინიტერესებს. ამიტომ ავტომატურად იმ კონტრაქტებს, რომლებიც მიმდინარეა, აჩერებს, თქვენ [არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრში] რეგისტრაციამდე მიდიხართ და მანამდე უკვე არსებულ კონტრაქტებს აჩერებს. თქვენი ეს ჩანაწერი – "არ ზღუდავს" არ არის სწორი. წინადადება მაქვს, რომ დაწეროთ ზუსტი, როცა ზღუდავთ, დაარქვით, რომ ზღუდავთ, აჩერებთ ჩვენს კონტრაქტებს და საქმიანობას. არ გვჭირდება ასეთი ხელოვნური ჩანაწერები", – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს არასწორი ინფორმაციაა": "ეს ასე არ არის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები