ფხენიანმა დანაღმა სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზა დემილიტარიზებულ ზონაში

29-04-2024 14:28:53 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ დანაღმა გზა დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ჰყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას. ამის შესახებ Yonhap წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, გასული წლის ბოლოს სამხრეთ კორეის სამხედროებმა პირველად აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებული ზონის შიგნით არსებულ გზაზე, სეულიდან დაახლოებით 85 კილომეტრში ნაღმებს ათავსებდა.

იანვარში ჩრდილოეთ კორეის ჯარები კიდევ ორ გზაზე შენიშნეს, ხოლო მარტში სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ გზებზე განათება გამორთო.

გზა ორ ქვეყანას შორის 2018 წლის სამხედრო შეთანხმების შესაბამისად გაიყვანეს. შემდეგ სეულმა და ფხენიანმა ერთობლივი ძალისხმევა გაწიეს 1950-1953 წლების კორეის ომის დროს დაღუპულთა ნეშტების მოსაძიებლად.

წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეას მთავარი მტერი უწოდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, სამხრეთ კორეა თითქმის 80 წელია, ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, რათა დაამხოს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი.

ფხენიანმა გააუქმა რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობის ხელშეწყობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები