ქართველმა მოკრივემ ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა [ვიდეო]

29-04-2024 14:55:26 საზოგადოება

ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა ევროპის ჩემპიონატზე რუს თარხან იდიგოვთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.

გურული მეორე ტურში მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და ფინალური მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ქართველმა მოკრივემ ცალსახად მოგებული რაუნდების შემდეგ, რომლებიც მსაჯებმა რუსის სასარგებლოდ დაწერეს, ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და არენაზე შეკრებილი მაყურებლისაგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა,– წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

რუსეთის ჰიმნის დროს ქართველმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიხსნა, შემდეგ კი სხვა მედალოსანებთან ერთად ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები