ფრანგული მედია დეპარდიეს დაკავების შესახებ იტყობინება

29-04-2024 17:32:03 მსოფლიო

ორშაბათს ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე პარიზში, პოლიციის განყოფილებაში გამოჩნდა, სადაც სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ არაერთი ფრანგული გამოცემა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ფრანგი მსახიობის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2020 წლიდან მიმდინარეობს.

იუწყებიან, რომ გეგმავენ 76 წლის მსახიობის დაკითხვას ორი ქალის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით მისი მხრიდან მუდმივი შევიწროების შესახებ. დაზარალებულების თქმით, ორივე ინციდენტი მოხდა გადასაღებ მოედანზე, შვიდი წლის ინტერვალით: 2014 და 2021 წლებში.

თავად დეპარდიე ამ ორივე ბრალდებას უარყოფს.

საზოგადოებამ პირველი ინციდენტის შესახებ 2023 წლის იანვარში შეიტყო. დეპარდიეს ყოფილმა თანაშემწემ მსახიობის წინააღმდეგ განცხადება დაწერა მუხლით, „დაქვემდებარებული პირის მიმართ სექსუალური შევიწროება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით“. ეს გახდა ახალი გამოძიების დაწყების მიზეზი.

სავარაუდო ინციდენტის დროს მსახიობის ასისტენტი ჯერ არ იყო 25 წლის, ხოლო მისი უფროსი 60 წელს იყო გადაცილებული.

ფილმ "მწვანე ჟალუზების" გადაღების დროს, სავარაუდოდ, ორი მსგავსი შემთხვევა მოხდა.

მიმდინარე წლის თებერვალში ერთ-ერთმა ქალმა - 53 წლის კინორეჟისორმა ამელიმ - დეპარდიეს წინააღმდეგ პოლიციაში შეიტანა საჩივარი სამი ბრალდებით: სექსუალური ძალადობის, შეურაცხმყოფელი სექსუალური შევიწროების და სექსისტური შეურაცხყოფის გამო. სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო წინასწარი გამოძიება.

ცნობილია ასევე, რომ დეპარდიეს წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება 2020 წელს დაიწყო მსახიობ შარლოტა არნოს საჩივრის შემდეგ, რომელმაც მსახიობი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. თავად დეპარდიე უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმებული სექსი. პოლიციამ თავდაპირველად ბრალდება მოხსნა გაუპატიურების მტკიცებულებების არარსებობის გამო. მაგრამ საქმე ხელახლა გაიხსნა სააპელაციო წესით, არნომ განაცხადა, რომ ის მსახიობის ემოციური "კონტროლის" ქვეშ იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები