კენეტ ენჯელი: "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია"

აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველი დირექტორის კენეტ ენჯელის განცხადებით, "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი" საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

ამის შესახებ OPIC–ის მმართველმა დირექტორმა "აქცენტს" განუცხადა.

"ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ვახორციელებთ ინვესტიციებს, თითქმის 20 წელია, ვსაქმიანობთ საქართველოში. ვართ ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამჟამად OPIC სწავლობს ამ პროექტში შესაძლო ინვესტირების განხორციელების საკითხს" – განაცხადა ენჯელმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე