„მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მალხაზ მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად!“

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, იგი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებს.

„მთელი ხელისუფლება ელოდება როდის დავარდება მალხაზ მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად! ტყუილად ირჯებიან და ტყუილად ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაციები, იმდენი ტალახის სროლა, იმდენი შანტაჟი გამოვიარე. მაგრამ ამის მიუხედავად, პირდაპირ მთელ საქართველოს ვეუბნები, მთელ ქართველ ერს ვეუბნები, ყველა ჩემს მომხრეს ვეუბნები - მე დღეს მაქვს პრეტენზია მთელს ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობის გამო არ აგებს პასუხს, მე აქედან წამსვლელი არ ვარ. ეს პროტესტები გაგრძელდება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარში ედგა.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტის წინ არ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც ერთი წლის წინ დაწყებული აქციის ორგანიზატორი იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"