ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში რამდენიმე მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა. კერძოდ, სამ მაღაროელს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მეოთხე კი ჰოსპიტალიზებულია.

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. 

ცნობისთვის: მაღაროელები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი განცხადება  გაავრცელა და გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების წარმოებისკენ“ მოუწოდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp