გორში ბავშვის მკვლელობისთვის იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთის იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

თავად იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს. 

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 15 სექტემბერს