პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი გაქურდეს

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფისი გაქურდეს, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

როგორც „აქცენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი ფონდიდან არაფერი წაუღიათ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp