საკრებულოს წევრი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს წევრი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელსაც სტუდენტის სექსუაურ შევიწროწბაში ადანაშაულებდა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს,– ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გადადომის საკითხთან დაკავშირებით დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – საკრებულოს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს კომენტარი ომარ მახარაძეს ეკუთვნის.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. თავად ლექტორი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი