თბილისში სატვირთო ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა [ფოტო]

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, კინოთეატრ "საქართველოსთან" მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი მაღაზია „სუფთა სახლის“ ვიტრინას შეეჯახა. მაღაზიაში არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღეს ტროტუარზე მყოფმა სამმა ადამიანმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp