რუმინეთში მმართველი პარტიის ლიდერს პატიმრობა მიუსაჯეს

რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყნის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერ ლივიუ დრაგნეას პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილება 24 საათში შევა ძალაში. 

დრაგნეას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას  ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. გამოძიების თანახმად, იგი პარტიის ორ წევრს არარსებული საჯარო თანამდებობების დაკავებაში ეხმარებოდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"