“აღარ გვსურს თქვენი მოსმენა"– დაზარალებულებმა მინისტრთან შეხვედრა დატოვეს

სეტყვის შედეგად დაზარალებულების დიდმა ნაწილმა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა,– ამის სესახებ ინფორმაციას რადიო “მოზაიკა”ავრცელებს.

მათი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან დახმარების მზაობას ვერ ხედავენ. 

“აღარ გვინდა თქვენი მოსმენა. პრემიების ფული ხომ კარგად გაქვთ და გაიძახით ვერ დაგეხმარებითო. ჩვენ მივდივართ”, – განაცხადეს დაზარალებულებმა.

სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი სოფლის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებასა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. მაცხოვრებლების თქმით, სტიქიამ მათი მოსავალი სრულად გაანადგურა. ისინი დილიდნ აქციას მართავდნენ და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვაც სცადეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp