"12 ჭრილობა და არც ერთი მკვლელი?" – სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

"აღასრულე სამართალი", "ნუ დაღუპავ მომავალს", "12 ჭრილობა და არც ერთი მკვლელი?", "ვინ მოკლა სარალიძე" - ამ ლოზუნგებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორი "ადამიანის უფლებათა ცენტრია".

როგორც ჟურნალისტებს მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, სასამართლომ დღეს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

"საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პირდაპირ მოუწოდა პროკურატურას, რომ მას საქმე გამოძიებული არ ჰქონდა. ჩვენ ველოდებით იმას, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის განაჩენს გაიზიარებს და იტყვის, რომ პროკურატურას ეს საქმე გამოძიებული არ აქვს. ჩვენ არ ვიცით ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი, არ შეიძლება ეს საქმე ასე დარჩეს, ვიანიდან ჩვენ ყველას გვყავს შვილები, მომავალი თაობა და უნდა დავიცვათ მსგავსი დანაშაულისგან", - განაცხადა ლონდარიძემ.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსმა“ ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა