ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას  "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს. 

"ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს.

ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია",- ნათქვამია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: მაღაროელები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ. დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა რიგითმა ჭიათურელებმა და სკოლის მოსწვალეებმაც გამოუცხადეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp