ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. მაღაროელებმა გაფიცვა შეწყიტეს. 

შეთანხმების თანახმად, მაღაროელებს 1 ივნისიდან ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10 %-ით. მაღაროელების თქმით, ისინი მუშაობას ხვალიდან განაახლებენ.

ცნობისთვის: დღეს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. მაღაროელები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 11 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp