ზესტაფონში დაშავებული რკინიგზელი გარდაიცვალა

ზესტაფონში დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული რკინიგზელი მიხეილ ბებიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

შემთხვევა ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტში დღეს მოხდა. საწყობში ორ პირს რელსები დაეცა. ექიმების ცნობით, მეორე დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა