28 მაისს თბილისის რიგ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რიგ უბნებს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იუწყება, ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 

22:00 საათიდან 29 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ვასაძის ქუჩას და ხიზაბავრის I ჩიხს.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში „თელასის“ მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წავკისის დასახლებაში მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება კოჯორსა და კიკეთში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ლელოს“ პირველი 12 წევრის ვინაობა ცნობილია