ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. 

ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. საქნახშირის ადმინისტრაციის განცხადებით, მუშას, რომელიც ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასამ ქვეშ მოიყოლა, გუშინ სამუშაო დღე არ ჰქონდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp