ელიზაბეთ რუდი– გარეჯზე: „ორმხრივი კომისია მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ კარგი შედეგები იქნება“

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ დავით–გარეჯის საკითხზე მომუშავე ქართულ–აზერბაიჯანული კომისიის სხდომა დადებითი შედეგით დასრულდება.

„მე როგორც ვიცი, ეს საკითხი, რომელიც დავით–გარეჯთან დაკავშირებით დგას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, საკმაოდ ხანგრძლივია. ორმხრივი კომისია მუშაობს და ისინი მართლაც ძალიან ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ იქნება კარგი შედეგები“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp