ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა

ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. აღნიშნულის მიზეზი მუზეუმის თანამშრომლების გაფიცვაა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმი „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.


როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი ვიზიტორების ნაკადს ვეღარ უმკლავდებიან. პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლო წლებში მუზეუმში ტურისტების ნაკადი დაახლოებით 20%– ით გაიზარდა, ხოლო მუზეუმის თანამშრომლების რაოდენობამ იკლო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp