ბრიტანეთის პარლამენტმა კვლავ “ბრექსითის” გადავადებას დაუჭირა მხარი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას დაუჭირა მხარიკენჭისყრის პროცესს “BBC” პირდაპირ ეთერში გადასცემდაგადავადებას 412-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარიწინააღმდეგ კი 202-მა მისცა ხმა.

მანამდე დეპუტატებმა სხდომაზე უახლოეს ხანებში “ბრექსითის” საკითხზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ჩააგდეს.

თავდაპირველად “ბრექსითი” 2019 წლის 29 მარტისთვის იყო დანიშნული. თუმცა ამ თარიღამდე ორი კვირით ადრე ტერეზა მეის მთავრობამ და დეპუტატებმა ვერ შეათანხმეს პირობები, რომლითაც სამეფო ევროკავშირს დატოვებს. მთავრობის ევროკავშირთან შეთანხმებაზე მუშაობა თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა კენჭისყრისას დეპუტატებმა იგი ორგზის ჩააგდეს.

ტერეზა მეის მთავრობა ირწმუნებარომ “ბრექსითის” გაჭიანურება ხანგრძლივი არ იქნება და 30 ივნისამდე გასტანსთუმცა ამისათვის პარლამენტმა 20 მარტამდე უნდა დაამტკიცოს შეთანხმება,რომელიც მთავრობასა და ევროკავშირს შორის იქნა მიღწეულიამასწინათ პარლამენტმა ევროკავშირთან შეუთანხმებლად გასვლას მხარი არ დაუჭირაგარდა ამისა, მიღებულ იქნა შესწორებარომელიც ამას სამომავლოდაც კრძალავს.

მომავალ კვირას ტერეზა მეი მესამედ შეეცდება, ევროკავშირთან საკუთარი შეთანხმება პარლამენტში გაიტანოსთუ ეს არც მესამედ გამოუვა, “ბრექსითი” განუსაზღვრელი ვადით გადაიდება და დიდ ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოუწევსგარდა ამისა,ევროკავშირის ქვეყნებმა დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის ახალი თარიღი უნდა დაამტკიცონ.

ხუთშაბათს გამართულ დებატებზე დეპუტატები ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე მსჯელობდნენამ ინიციატივას რიგი დეპუტატები მხარს უჭერენთუმცა ეწინააღმდეგება როგორც ტერეზა მეის მთავრობაისე ოპოზიციის მიერ ფორმირებული მინისტრთა ჩრდილოვანი კაბინეტი, - იუწყება “CNN”.

    ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში ჩატარდა. გასვლას სამეფოს 17,4 მლნ-მა მოქალაქემ (რეფერენდუმის მონაწილთა 51,89%-მა) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 16,1 მლნ-მა (48,11%) მისცა ხმა. 

    სოციოლოგიური კვლევების კომპანია YouGov-ის მონაცემებითბრიტანელების 49 % თვლის,რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა უნდა გადავადდესწინააღმდეგ 34%-იადანარჩენ რესპონდენტებს ამ საკითხზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნიათ.ევროკავშირთან შეუთანხმებლად გასვლას გამოკითხულოთა მხოლოდ 20 % უჭერს მხარს.

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"