საფრანგეთი და საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას აძლიერებენ

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერ ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საფრანგეთი და საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას აძლიერებენ.

„ამ თემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი მუდმივად მართავს კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტ მაკრონთან მიღწეულია შეთანხმება საფრანგეთსა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე. ამ კონტექსტში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალი ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი იმყოფებოდა. განისაზღვრა კიბერუსაფრთხოების არეალში ის მთავარი მიმართულებები, სადაც საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობას გავაძლიერებთ", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp