საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

„მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის. დღეს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი. საქართველოს პრეზიდენტის სახელით ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს, აზერბაიჯანელ ხალხს, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ისრაელს დამოუკიდებლობიდან 71-ე წლისთავიც მიულოცა.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით ვულოცავთ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავს", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp