ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ 25 აგვისტოს გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ 25 აგვისტოს გაიმართება. საარჩევნო კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, რომელსაც აფხაზურმა პარლამნეტმა ორი დღის წინ დაუჭირა მხარი, დღეს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც დაამტკიცა.

ცნობისთვის: 22 მაისს ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს „საპრეზიდენტო არჩევნების“ 25 აგვისტოსთვის გადადების შესახებ კანონპროექტით მიმართა.  21 მაისს აფხაზური ოპოზიცია ხაჯიმბას გადადგომისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.  ხსენებული მოთხოვნის საფუძველს ოპოზიციური ბლოკის მიერ დასახელებული ერთიანი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას მოულოდნელი ავადმყოფობა წარმოადგენდა. 

შეგახენებთ, რომ 18 აპრილს მძიმე მდგომარეობაში ასლან ბჟანია და მისი დაცვის ორი წევრი –კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია ერთი და იგივე სიმპტომებით მოსკოვის კლინიკებში მოათავსეს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა დაზუსტებული ინფორმაცია მათი სამედიცინო გამოკვლევებისა და დიაგნოზის შესახებ. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა გამოაცხადეს, რომ პაციენტებს მწვავე ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდათ. თუმცა ოჯახი და ბჟანიას თანამებრძოლები ამ ინფორმაციას არ ენდვნენ და სამედიცინო ანალიზები გერმანიაში გადააგზავნეს, საიდანაც, მათი მტკიცებით, მიღებული დასკვნა „ოპოზიციონერი ლიდერის ფიზიკური განადგურების მიზნით დანაშაულებრივი გარე ზემოქმედების“ შესახებ. ამის საფუძველზე ისინი ირწმუნებიან, რომ ასლან ბჟანია მოწამლეს. ბჟანია ამ დრომდე მოსკოვის კლინიკაში რჩება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა