არაადამიანურ მოპყრობის ბრალდებით ბოლნისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

არაადამიანურ მოპყრობის ბრალდებით  ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავეს. 

ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე მუხლის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული, რაც პირის მიმართ დამამძიმებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

დაკავებულს 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვანის ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური ძალადობის მუქარაში მინიმუმ, 7 სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, დღეს ამოცნობილმა პოლიციელმა კონსტანტინე ქოჩიშვილმა, არასრულწლოვანს წიხლი ჩაარტყა, სკამიდან გადააგდო და ხელი მოტეხა.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ის აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp