უკრაინაში სასკოლო ავტბუსი ავარიაში მოჰყვა, არიან დაშავებულები

უკრაინაში სასკოლო ავტბუსი ავარიაში მოჰყვა. შედეგად დაშავდა 16 მოზარდი, მათგან ორის ჯანმრთელბის მდგმარეობა მძიმეა.  

ავტოკატასტროფა სკოლის ექსკურსიაზე მოხდა. მოსწავლეები მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაყავდა, დნეპროპეტროვსკის ოლქში სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები მასშტაბური ავარიის მიზეზების დადგენას ცდილობენ. ადგილზეა ორივე ავტომობილის მძღოლი. ამჟამად მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp