29 მაისს თბილისის რიგ უბნებს წყლის მიწოდება შეუწყდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს წყლის მიწოდება შეეზღუდება. როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იუწყება, დაბა შინდისში, ჯავახიშვილის ქუჩის #33–ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რისთვისაც მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამდენად, 29 მაისის 22:00 სთ-დან 30 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში, დაბა შინდისში: მ.ჯავახიშვილის, სამადაშვილის, დუმბაძის, თუმანიშვილის, ტ.ტაბიძის ქუჩებს და შესახვევებს.

წყლის მიწოდება შეიზღუდება გლდანის რაიონშიც – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალსადენის ქუჩა და I ჩიხი (ფაილოძეების უბანი).

შეზღუდვა ასევე გავრცელდება სამგორის რაიონშიც – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ლილოს დასახლების II კვ-ის N 1ა,4,5,8.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა