ოდესაში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა

ოდესაში რამდენიმე დაწესებულებიდან ევაკუაცია განხორციელდა. როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ შსს–ზე დაყრდნობით წერს, ევაკუაცია გამოცხადდა ოდესის სკოლებში, ექვს საავადმყოფოში, აეროპორტსა და 15 საცხოვრებელ კორპუსში. 

მიზეზი პოლიციის განყოფილებაში შესული ანონიმური ზარი გახდა. სამართალდამცველების თქმით, უცნობი ადამიანი ქალაქის სხვადასხვა ობიექტის დანაღმვის შესახებ იუწყებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ობიექტებზე გამნაღმველები და პოლიციის დამატებითი ჯგუფები გაგზავნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp