აზერბაიჯანის ელჩი –გარეჯზე: „ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან“

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩ დურსუნ ჰასანოვის  განცხადებით,  დავით–გარეჯის საკითხი "საკეთილდღეოდ გადაწყდება". 

ამის შესახებ ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები მუშაობენ, საგარეო საქმეთა უწყებები მუშაობენ, ბევრი შეხვედრა იმართება მესაზღვრეებსა და დიპლომატებს შორის. ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველო და აზერბაიჯანი ძმები არიან და ეს თემაც საკეთილდღეოდ გადაწყდება“, – განაცხადა ჰასანოვმა.

იხილეთ ასევე: ისევ გარეჯი, ისევ ღელვა...

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp