დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.  ამ მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. 

გრანტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის 232 თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. ამჟამად ფონდი 10 დაცულ ტერიტორიაზე საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. 

ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.



ახალი ამბები