სომხეთ-საქართველოს ურთიერთპრეტენზიები საეკლესიო ჭრილში

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სომხეთამასწინანდელმა ვიზიტმა და მის ფარგლებში 14 მარტსსრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთანშეხვედრა საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხური ტაძრების ბედისირგვლივ დისკუსიები გამოაცოცხლა.

კერძოდშევხედრისას სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორეს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს მწუხარება გადასცა იმასთან დაკავშირებითრომ აფხაზეთის ტერიტორიაზეარსებული სომხური ტაძრები სომხური ეკლესიის არა ქართული,არამედ რუსული ეპარქიის სასულიეროპირების დაქვემდებარებაში არიან.

როგორც ამასთან დაკავშირებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიის პრესსპიკერისუსანა ხაჩატურიანი აცხადებსრომელსაცმისივე თქმითკათოლიკოსის სახელით კომენტარისგაკეთების უფლება გააჩნიამისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი სომხური ტაძრის შესახებარის ცნობილი:

ის 2013 წელს აშენდა, აფხაზეთის სომხურ საეკლესიო თემს ეკუთვნის და ვინაიდან სომეხისასულიერო პირები აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადიტერიტორიიდან ვერ მოხვდებიანწმინდა ეჩმიაძინმა მიიღო გადაწყვეტილებააფხაზეთის სომხურისაეკლესიო თემის სასულიერო მოთხოვნილებები დროებით სომხური ეკლესიის სამხრეთ რუსეთისეპარქიის სასულიერო პირებმა უზრუნველყონისინი მორიგეობით სტუმრობენ აფხაზეთშისომხურ თემს და ადგილზე ატარებენ საეკლესიო რიტუალებსამ თემაზე განმარტებები სომხურიეკლესიის ქართული ეპარქიის ხელმძღვანელს ქართველი პატრიარქისთვის და საქართველოსხელისუფლების ორგანოებისთვის არაერთგზის მიუციაარავინ ხდის სადავოდ იმ ფაქტსრომაფხაზეთი სომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის კანონიკური ტერიტორიაა და მას შემდეგ, რაცაფხაზეთის საკითხი მშვიდობიანი გზით საბოლოოდ გადაწყდებასომხური ეკლესიის ქართული ეპარქიის სასულიერო პირები აუცილებლად დაიწყებენ აფხაზეთის სომხური თემის საჭიროებებისუზრუნველყოფასხოლო აფხაზეთში არსებული მოქმედი სომხური ტაძრები საქართველოსსომხური ტაძრების სიაში შევა“.

რაც შეეხება გარეგინ მეორესადმი ქართული მხარის თხოვნასპირადი მეურვეობის ქვეშ აიყვანოსაფხაზეთის სომხური სასულიერო თემითუ სომხური სამოციქულო ეკლესიის ქართული ეპარქიისადმი მისი დაქვემდებარება არ გამოვაროგორც სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, „ეს ასეც არის – აფხაზეთშიარსებული სომხური ტაძარი წმინდა ეჩმიაძინის დაქვემდებარებაშიათუმცა ამ უკანასკნელს ეპარქიებიმთელს მსოფლიოში გააჩნია – როგორც საქართველოშიისე რუსეთშიც და აფხაზეთში არსებული სომხურიტაძარი დროებით სამხრეთ რუსეთის ეპარქიას ექვემდებარება“.

მეორე საკითხირომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეჩმიაძინში ვიზიტისას შეეხოუკავშირდებოდასაქართველოს პასუხიმგებლობასთავის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები აღადგინოს.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნაეს „ნაბიჯნაბიჯ უნდა განხორციელდესრადგან ყველა ტაძრისერთდროულად აღდგენა შეუძლებელია“. ამასთანმისი თქმითკონკრეტული ტაძრების წარმომავლობისიდენტიფიცირებისთვის საჭიროაჩატარდეს ექსპერტიზა არქეოლოგების მონაწილეობით.

თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით სუსანა ხაჩატურიანი აღნიშნავს, “ეს პროცესი უკვე წლებია,გრძელდება” და საქმეს ქართული კანონმდებლობის ხარვეზებიც აჭიანურებს, კერძოდისრომ დღემდე არარის მიღებული რესტიტუციის შესახებ კანონირომლიც რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთარეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითვალისწინებს:

იურიდიულად ეპარქიის ბაზაზე სადღეისოდ მოქმედი სომხური ტაძრებიც კი არ არისრეგისტრირებულიამ სტატუსით სარგებლობენ უმოქმედო ტაძრებიცრომლებიც სადღეისოდინგრევა და როდის შეიძლებაგადაწყდეს ეს საკითხივერავინ ამბობს“.

ხაჩატურიანის თქმითნაწილობრივ ეს ქართული ეკლესიის პოზიციაზეც არის დამოუკიდებული,რომელიც რიგი ტაძრების სომხურ წარმომავლობაზე დავობს.

აქ საუბარია თბილისში არსებულ ტაძრებზე სურბ ნორაშენზესურბ ნშანზეშამხორეცოც კარმირავეტარანზესურბ მინასზემუხნეცოც სურბ გევორგზეტანდოიანც სურბ ასტვაცაცინზე და ახალციხეშიარსებულ სურბ ნშანზეტანდოიანცის“ გამო სომხური ეკლესია არასამთავრობო ორგანიზაციებისდახმარებით სასამართლო დავას აწარმოებს საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან,რომლებმაც 2017 წელს ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისწარმომადგენელი თამთა მიქელაძე აცხადებსარსებული ისტორიული წყაროები „ტანდოიანცისტერიტორიაზე ქართული ტაძრის არსებობას არ ადასტურებენ.

არასამთავრობოები აღნიშნავენ იმასაცრომ ქართული სახელმწიფო არ ჩქარობს იმ საკულტო ობიექტებისდაბრუნებასრომელიც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ჩამორთმეული და ხშირშემთხვევაში ხელისუფლება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებსითვალისწინებს სხვა კონფესიების ინტერესების ხარჯზე.

თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე კრიტიკას არეთანხმება და აღნიშნავსრომ 2014 წლიდან სომხურ სამოციქულო და კათოლიკურ ეკლესიებსისევე,როგორც მუსლიმურ და იუდეურ თემებს ნაწილობრივ უნაზღაურდებათ ზარალირომელიც მათ საბჭოთარეჟიმმა მიაყენა და  სომხური ეკლესიის ნაწილში ანაზღაურება ყოველწლიურად 600 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისამისი თქმითდაწყებულია სხვადასხვა კოფესიებისთვის საკულტო ნაგებობების გადაცემისპროცესიცუბრალოდ საეკლესიო ნაგებობების მსგავსების გამო ყველაზე მეტი სადავო თემა სწორედსომხურ ეკლესიასთან არსებობს, ამდენად საკითხის გადაჭრა დროში გაიწელაუმცა ეს არ ნიშნავსრომკვლევისა და შესწავლის დონეზე საკითხი ადგილიდან არ იძვრის:

2014 წლიდან სომხურმა ეკლესიამ ჩვენს სააგენტოში განაცხადი 442 ეკლესიაზე წარადგინათუმცაეს იყო სია ტაძრების ადგილმდებარეობისა და სახელწოდებების მითითებითხოლო რაიმეისტორიული წყაროები ან მტკიცებულებები მას თან არ ერთვოდამას შემდეგრაც ჩვენ მათიწარდგენა ვითხოვეთსომხურმა მხარემ დოკუმენტები და ისტორიულ წყაროები 442–დან მხოლოდ20 ტაძართან დაკავშირებით მოგვაწოდა და ისიც არასრული სახითახლა მათი შესწავლისა დადამუშავების პროცესში ვართ“.

როგორც ვაშაყმაძე აღნიშნავსსააგენტო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს,რესტიტუციის შესახებ კანონი ჯერ არ არსებობსხოლო არსებული ნორმატიული აქტებისა დაკონსტიტუციის თანახმადტაძრები მხოლოდ ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის საკუთრებაშიგადაიცემა, სხვა კონფესიებს საკულტო ნაგებობებ უვადო მმართველობაში გადაემენრაც ფაქტობრივადიგივეარაც ფლობაუბრალოდ ყიდვაგაყიდვის უფლების გარეშე.

თუმცა როგორც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისწარმომადგენელი მაკო ღავთაძეაღნიშნავსმსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულიაამასთან, მისივე თქმითქართული სახელმწიფოსმხრიდან დღემდე არ ჩანს რესტიტუციის პრობლემის გადაჭრის ნებამათ შორის - არც რელიგიურსაკითხთა სამუშაო ჯგუფის ფორმატშირომელიც გასული წლის ბოლოს ადამიანის უფლებათა კომიტეტმაჩამოაყალიბა:

ის ფაქტირომ „ტანდოიანცის“ ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლევებისჩატარების გარეშე გადაეცა და სომხური ეკლესია ამის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენესკიდევერთხელ მოწმობს სახელმწიფოს გულგრილობას. ამით ფაქტობრივად, ხდება ამ რელიგიურიორგანიზაციების ისტორიის უგულებელყოფა და მათი კვალის გაქრობის ხელშეწყობა“.

სტატისტიკის თანახმადსაქართველოში 2001 მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი, 277 მეჩეთი,სომხური ეკლესიის 58 ტაძარი და 31 კათოლიკური ეკლესიაა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp