მორმონები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს 218 705 ლარს გადმოურიცხავენ

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის (ე.წ. მორმონთა ეკლესია, რომელიც უმთავრესად აშშ–ში საქმიანობს) ფონდისგან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 218 705 ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიეცა თანხმობა, რომ აღნიშნული თანხა სოფელ დიდი ირაგის, ალექსეევკის, ორბეთისა და ასურეთის წყალმომარაგების სამუშაოების მიზნით გამოიყენოს.


 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp