თბილისში ზონალური პარკირება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ზონალური პარკირება პირველი ივლისის ნაცვლად, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

„ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა და ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლება. უკვე პროცესი დაწყებული გვაქვს, 90 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ, 50 უკვე ადგილზეა და 40 დაახლოებით ერთ თვეში მთლიანად ჩამოვა. ავტობუსების შემოსვლა წლის ბოლოს მთლიანად დამთავრდება. როდესაც საათობრივ პარკირებაზე გადავდივართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალელურად უნდა მისდევდეს ამ რეფორმას და ავტობუსები უნდა იყოს ადგილზე. მისი ამოქმედება პირველი ივლისიდან იყო დაანონსებული. თუმცა, საათობრივ პარკირებაზე გადასვლა პირდაპირ კავშირშია საპილოტე არეალის ახალი ავტობუსებით მომარაგებასთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ივლისის ნაცვლად ზონალური პარკირება ამოქმედდეს პირველი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი. განსაზღვრულია კონკრეტული ქუჩები, ეს არის კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანი. მინდა, გაგაცნოთ ის გამონაკლისებიც, რაც დავადგინეთ ზონალური პარკირების მიმართულებით: ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ საათობრივი პარკირება; ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის ასევე უფასო იქნება; გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp