რუსეთში ოჯახების ნახევარს სახსრები მხოლოდ კვებისთვის ჰყოფნით

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის („როსსტატი“) ინფორმაციით, რუსეთში ოჯახების 48,2%–ს ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. შემთხვევების უმრავლესობაში ამ პრობლემას ახალგაზრდა(59,2%) ან მხოლოდ პენსიონერებით წარმოდგენილი (57,9%) ოჯახები განიცდიან.

ცნობისთვის: გასულ წელს „როსსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ხსენებული მაჩვენებელი 49,2%–ს შეადგენდა.

ამასთან, 15%–ს სახსრები მხოლოდ კვების პროდუქტების შესაძენად ჰყოფნის. ეს ეხება, კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახების 28,3%–სა და უმუშევარი პენსიონერების თითქმის მესამედს – 30,4%–ს.  

ცნობისთვის: გასულ წელს „როსსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ხსენებული მაჩვენებელი 18%–ს შეადგენდა.

როგორც ამასთან დაკავშირებით რუსი ექსპერტი დიმიტრი ლოგინოვი აღნიშნავს, გადარჩენის მსგავსი სტრატეგია არ აძლევთ რუსულ ოჯახებს შესაძლებლობას განათლებაზე, დასვენებაზე და ჯანმრთელობაზე ხარჯონ ფული და თუნდაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა ან ხელფასის დაგვიანება აიძულებს მათ, საკვებზე ხარჯებს ეკონომია გაუწიონ.

რუსული კვლევითი სააგენტო „რეიტინგის“ მონაცემებით, ყოველი მეხუთე დასაქმებული ხელფასი ქვეყანაში 15 000 რუბლს (646 ლარს) ვერ აღწევს. ყველაზე მეტი დაბალანაზღაურებადი მუშაკი დაღესტანში (46%) და ყარაჩაი–ჩერქეზეთში (44%) აღრიცხული, სხვა 22 რეგიონში კი 15 000 რუბლზე ნაკლები ხელფასი დასაქმებულთა მესამედს აქვს. 12 რეგიონში კი საშუალო ხელფასი 27 000 რუბლს (1163 ლარი) არ აღემატება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მაგთიკომი“ მომხმარებლებს აფრთხილებს