მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის 402 673 ლარი დაიხარჯება

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურის გასამართად  402 673 ლარი დაიხარჯება.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დამტკიცდა. 

დაფინანსების ძირითადი ნაწილი – 288 554 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, საქონელისა და მომსახურების შესყიდვაზე 90 708 ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი, 23 411 ლარია გათვალისწინებული. 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“).


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp