ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა. დღეს ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ქვემო მაჩხაანის ბაგა-ბაღის შენობას რეაბილიტაცია სამი წლის წინ ჩაუტარდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp