მოსკოვი: "NATO–ს ხომალდებს შავ ზღვაში რუსული საბრძოლო გემები მიაცილებენ"

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, ნატო- გემების დაჯგუფებას შავ ზღვაშიგადაადგილებისას რუსეთის ფედერაციის შავი ზღვისფლოტის ძალები მიაცილებენ.

"ნატო-ს სამხედრო ხომალდების ქმედებებზე დაკვირვებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები "ივან ხურსი" და "ვასილი ბიკოვი" ახორციელებენ, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, შავი ზღვის აკვატორიაში NATO–ს მეორე მუდმივმოქმედი სამხედრო–საზღვაო დაჯგუფების საბრძოლო გემები შემოვიდნენ. 28 მარტს ხომალდებმა დარდანელის სრუტე გადმოლახეს და მარმარილოს ზღვით ბოსფორისკენ გაემართნენ. შავი ზღვის აკვატორიაში მათ საღამოსთვის ელოდნენ. 

დაჯგუფების შემადგენლობაში შედის მისი ფლაგმანი - ნიდერლანდური საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „ევერტსენი“, კანადური ფრეგატი „ტორონტო“, ესპანური ფრეგატი „სანტა მარია“,ბულგარული „Drazki“, თურქული „Yildirim“ და რუმინული „RegeleFerdinand“.

შავ ზღვაში პატრულირების შემდეგ ორი ხომალდი 1 აპრილს უკრაინაში, ოდესის პორტში შევა (უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის დაწყების შემდეგ შავ ზღვაში რეგულარულად შედიან ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებისა და NATO–ს სხვა წევრი სახელმწიფოების ხომალდები), ხოლო 4  აპრილს – საქართველოში, ფოთის პორტში.

როგორც „აქცენტს“ საქართველოს შს სამინისტროში განუცხადეს, ამ გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 4 აპრილამდე გასტანს, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო–ს შენაერთების ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრეს-სამსახურში კი "აქცენტს" დაუზუსტეს, რომ ნატო-ს ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის მიზანი წვრთნებში "ზღვის ფარი 2019" მონაწილეობაა.

"მოუთმენლად ველით წვრთნების დაწყებას და მუშაობას ჩვენს უკრაინელ და ქართველ პარტნიორებთან" - აცხადებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ იყო შემოსული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ხომალდის გადაადგილებას შავი ზღვის ფლოტის ძალები ადევნებდნენ თვალს.

მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად, იმ ქვეყნების ხომალდებს, რომლებიც შავი ზღვის სახელმწიფოებს არმიეკუთვნებიან, მის აკვატორიაში ყოფნა არაუმეტეს 21 დღე–ღამისა შეუძლიათ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მალხაზ მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად!“