სუმოს მამებმა ტოჩინოშინთან მიმართებაში დაშვებული შეცდომა აღიარეს

მაისის ბაშოს დასრულების შემდეგ, განვლილი ბაშო ტრადიციულად სუმოს საბჭოში განიხილეს და ყურადღება შიმპანის გადაწყვეტილებაზე გაამახვილეს. 

tachiai.org-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში განხილვის დროს სუმოს მამებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გამართულ ორთაბრძოლას, რომელიც ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის შედგა. როგორც ცნობილია, ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო, თუმცა შიმპანმა ქართველ სპორტსმენს მოგება არ ჩაუთვალა, რის გამოც ლევანს იმპერატორის თასის დაუფლების შანსი აღარ ჰქონდა.

სუმოს მამები ადასტურებენ, რომ შიმპანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო. სწორედ ამიტომაც მოჰყვა ამ ბრძოლას აჟიოტაჟი. 

ცნობისთვის: ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ოძეკის რანგი მაინც დაიბრუნა, ხოლო ნაცუ ბაშოს გამარჯვებული რიგითი მაეგაშირა ასანოიამა გახდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp