თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთის ლიფტები დამონტაჟდება

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ქ. თბილისის  მერიასთან თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს. საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"